ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი 2024 წლის 12-13 ივნისს გამართავს ცნობილი ქართველი თარგმანმცოდნისა და მთარგმნელის, პროფესორ გივი გაჩეჩილაძის დაბადებიდან 110 წლისთავისადმი მიძღვნილ სამეცნიერო კონფერენციას.
კონფერენციაზე იმუშავებს შემდეგი სექციები:
ქართველოლოგია
თარგმანმცოდნეობა
ლიტერატურათმცოდნეობა
ინტერდისციპლინური კვლევები
სამუშაო ენა: ქართული.
რეგლამენტი:
მოხსენება – 15 წუთი;
მსჯელობა – 5 წუთი;
მნიშვნელოვანი თარიღები:
კონფერენციის ჩატარების თარიღი: 12-13 ივნისი, 2024
თეზისების გამოგზავნის ბოლო ვადა – 10 მაისი, 2024
სავალდებულოა პროფესორის, სტუდენტის ხელმძღვანელის/რეკომენდატორის, წერილობითი დასკვნა, რომ თეზისები აკმაყოფილებს კონფერენციის სამეცნიერო და ტექნიკურ მოთხოვნებს და შესაძლებელია წარმოდგენილი იყოს გივი გაჩეჩილაძის დაბადებიდან 110 წლისთავისადმი მიძღვნილ სტუდენტურ სამეცნიერო კონფერენციაში).
საკონტაქტო პირი: ფილოლოგიის დოქტორი ნინო პოპიაშვილი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსი, ჭავჭავაძის გამზ. #1, ოთახი N 204, თბილისი, საქართველო.
ელ.ფოსტა: javakhishvili_students@tsu.ge
თეზისების გაფორმების წესი:
ფონტი: Sylfaen
ზომა: 12
ინტერვალი: 1,5
მოცულობა: მაქსიმუმ 1 გვერდი ( 250 სიტყვა)